Translate

Friday, July 13, 2012

"ლაშქრობა მთაში"

 "ლაშქრობა მთაში



  1. 1.      პროექტის სახელწოდება: "ლაშქრობა მთაში"      
    2.     პროექტის მთვარი იდეა:  სპორტის პოპულარიზაცია, შემოწმდეს მოსწავლეთა ფიზიკური მომზადება და გამძლეობა ჩვეულებრივ და გართულებულ ბუნებრივ პირობებში, შემოწმდეს რა უნარჩვევები გამოიმუშავეს მთელი წლის განმავლობაში სპორტის გაკვეთილზე და როგორ გამოიყენებენ შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას რეალურ ცხოვრებაში.
    3.     პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმდენად რომ ყველა მოსწავლე ს აინტერესებს თავის შესაძლებლობები, აგრეთვე მაწავლებელს შედეგი მის მიერ ჩატარებული სამუშაოსი, ერთგვარი გამოცდაა როგორც მოსწავლისათვის ასევე მასწავლებლისთვის, პროექტი აგრეთვე ემსახურება მოსწავლის დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
    4.     პროექტის მიზნები:  პროექტის მიზნებია სკოლის ყველა მოსწავლის ერთიან ძლიერ ჯგუფად ჩამოყალიბება საერთო მიზნის, იდეის განსახორციელებლად, მეგობრული ურთიერთობების დამყარება, ერთმანეთის გატანის, თვითგადარჩენის და სხვების დახმარების უნარის გამომუშავება, კულტურული, გასართობი და შემეცნებითი მოგზაურობა  ბუნებაში, იმ გარემოს უკეთ შეცნობა და შეგუება ცადაც ცხოვრობს.
    5.     მონაწილეთა ასაკი:  მონაწილეობენ 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები.
    6.     ვადები/ხანგრძლივობა: ლაშქრობის ვადაა 2-3 დღე
    7.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგი იქნება ის რომ ბავშვები მაქსიმალურად გამოავლენენ იმ ფიზიკურ აქტივობებს რაც შეისწავლეს მთელი წლის განმავლობაში ისწავლიან ბუნებრივი  წინაღობების გადალახვას აქტიურად დაისვენებენ ბუნებაში, გაეცნობიან მშობლიური მხარის თავისებურებებს და რაც მთავარია ისწავლიან გუნდურად მუშაობას¸აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთმანეთის ანგარიშის გაწევას.
    8.     პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ზურგჩანთები, შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკვები, კარვები, პირველადი დახმარების აუცილებელი მედიკამენტები.

    9.     პროექტის მსვლელობა: მანძილი დაახლოებით 23-33 კილომეტრი, მასწავლებელს აქვს მარშრუტის რუკა, დილით ვგროვდებით სკოლის ეზოში 10დან 16 წლამდე დაახლოებით 20-25 ბავშვიყველა ძირითადი რესურსი გვაქვს მზადმთს ძირამდე მივდივართ სასკოლო ავტობუსით შემდეგ ვაგრძელებთ გზას ფეხით,  ვისვენებთ, ვჭამთ, ვაწყობთ სხავადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს ვიღებთ სურათბს ვაჯილდოვებთ გამარჯვებულებს, შევისწავლით გარემოს, ვემზადებით ღამის გასათევად.
    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გარდა ფიზიკურისა ბავშვები აქტიურად გაიღრმავებენ გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა საგნების ცოდნას.
    11. პროექტის ხელმძღვანელი: არჩილ კოლხიტაშვილი
    12. ხელმძღვანელის ელ_ფოსტა: lapuiron4@gmail.com
    13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lapuiron4.blogspot.com

                                                                                                                                                                                                                                                                          

No comments:

Post a Comment